Aa Aa
20 ოქტომბერი 2020  |  20:15

თურქული პრესა - ტრაბზონსფორმა შოთა არველაძეს ოფიციალური წინადადებით მიმართა

თურქულ პრესაში შოთა არველაძის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. Hurriyet-ის მიხედვით, ქართველი სპეციალისტი „ტრაბზონსფორის“ ყურადღების ცენტრში მოექცა.

თურქულმა კლუბმა 2020-21 წლების სეზონი ცუდად დაიწყო და უახლოეს პერიოდში მთავარ მწვრთნელთან, ედი ნიუტონთან თანამშრომლობის შეწყვეტას გეგმავს. Hurriyet-ის ცნობით, „ტრაბზონსფორში“ მის შემცვლელად სწორედ არველაძეს მოიაზრებენ და ქართველ სპეციალისტს ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართეს.

შეგახსენებთ, რომ არველაძე 1995-97 წლებში „ტრაბზონსფორის“ რიგებში ასპარეზობდა და 2015 წელს გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ. შოთი თურქულ ფეხბურთს ძალიან კარგად იცნობს და „ტრაბზონსფორის“ გარდა, „კაისერში“ და „ქასიმფაშაში“ უმუშავია.

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ამჟამად ტაშკენტის „ფახთაქორს“ წვრთნის და გუნდთან კონტრაქტი 2020 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს. როგორც ირკვევა, თურქული კლუბი შეეცდება ამით ისარგებლოს და არველაძე გაიფორმოს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში