ისტორიაში პირველად - ევროპის ლიგაზე ლესტერის მატჩს ქალი არბიტრი განსჯის
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - ევროპის ლიგაზე ლესტერის მატჩს ქალი არბიტრი განსჯის

როგორც წესი, მატჩის დაწყებამდე 1 დღით ან რამდენიმე საათით ადრე ცნობილი ხდება თუ რომელი მსაჯი განსჯის კონკრეტულ შეხვედრას. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის ლიგის პირველ ტურში "ლესტერისა" და "ზორიას" დაპირისპირებას ფრანგი ქალი არბიტრი სტეფანი ფრაპარი გაუძღვება.

36 წლის მსაჯმა "უეფას" ეგიდით გამართული 1 მატჩი უკვე იმსაჯა. საუბარია 2019 წლის "უეფას" სუპერ თასზე, სადაც ერთმანეთს "ლივერპული" და "ჩელსი" შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ მატჩს ფრაპარი იდეალურად გაუძღვა.

ახლა კი ისტორიაში პირველად ევროპის ლიგის მატჩს ქალი არბიტრი მოემსახურება. სტეფანი აქტიურად მსაჯობს ლიგა 1-ის მატჩებს და საკმაოდ კვალიფიციური არბიტრიც გახლავთ. საფრანგეთის ჩემპიონატში მისი დებიუტი 2019 წლის 28 აპრილს "ამიენისა" და "სტრაზბურგის" შეხვედრაში შედგა.

ამრიგად სტეფანი ფრაპარი ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქალი მსაჯი ევროპის ლიგაზე. შეგახსენებთ, რომ "ლესტერისა" და "ზორიას" დაპირისპირება 22 ოქტომბერს თბილისის დროით 23:00-ზეა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები