19-ის ნაცვლად 6 ძიუდოისტი - საქართველოს ნაკრები ბუდაბეშტში შეთხელებული შემადგენლობით იასპარეზებს
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ,რომელიც პანდემიისგამო იყო გამოწვეული ბრუნდება.
ქართველი სპორტსმენები 23-25 ოქტომბერს ბუდაპეშტის გრან სლემზე იასპარეზებენ.
ძიუდოს საერთაშორი ვებ გვერდზე მონაწილეთა სია განახლდა და საქართველოს ნაკრები 19 სპორტსმენის ნაცვლად ტურნირზე მხოლოდ 6 ძიუდოისტით გამოვა.
უნგრეთში საქართველოს სახელით იასპარეზებენ :
66 კგ. - ბაგრატ ნინიაშვილი;
73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი; ფრიდონ გიგანი
90 კგ.- ავთანდილ ჭრიკიშვილი;
+ 100 კგ. - გელა ზაალიშვილი; ლევან მათიაშვილი
შეგახსენებთ,რომ ძიუდოს ევროპის კავშირის მთავარ შეჯიბრებას - ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო მაისიდან რამდენიმეჯერ გადავადდა, 19-21 ნოემბერს პრაღა უმასპინძლებს.