Aa
Aa

"დაუჯერებელია, ამას მთელი კარიერა როგორ ახერხებს" - რუბლიოვი ნადალით აღფრთოვანებულია

ანდრეი რუბლიოვის აზრით, რაფაელ ნადალი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია, რაც ახალგაზრდა რუსმა კონკრეტული არგუმენტით განმარტა.

„ნებისმიერ მოთამაშეს აქვს კარიერაში ერთხელ მაინც მომენტი, როცა მენტალურად ცუდადაა და ეს მის თამაშზე აისახება. თუნდაც საუბარი გვქონდეს ისეთ ათლეტებზე, როგორებიც როჯერი და ნოვაკი არიან.

ნადალი ისტორიაში ერთადერთია, ვისაც გულშემატკივრისთვის კორტიდან არასდროს უჩვენებია, რას გრძნობს შინაგანად - ცუდადაა თუ კარგად. იგი ყოველთვის ახერხებს მონახოს გზა, რომლითაც მოსაგებად იბრძოლებს. თუ ვერ იგებს, მაინც ყველაფერს აკეთებს და ბოლო მომენტამდე სრულად თამაშზეა მომართული.

ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მთელი კარიერის განმავლობაში მენტალურად ასეთი ძლიერი იყო. აიღეთ თუნდაც სხვა სპორტის დიდი ვარსკვლავებიც, ყველა მათგანს ჰქონია ცუდი პერიოდი და ეს გულშემატკივარს დაუნახავს, რაფას შემთხვევაში კი ეს ასე არაა. ჩემთვის იგი ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენია“.

22 წლის რუბლიოვმა გასულ კვირას სანქტ-პეტერბურგის ტურნირი მოიგო და მიმდინარე სეზონში მე-4 ტიტული მოიპოვა. შესაბამისად, ATP-ის რეიტინგშიც კარიერის ახალი რეკორდი აქვს და ამჟამად მსოფლიოს მე-8 ჩოგნის სტატუსითაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები