Aa Aa
20 ოქტომბერი 2020  |  09:53

ფრანგული ფეხბურთი მასწავლებელს რომელიც რამდენიმე დღის წინ მოკლეს პატივს მიაგებს

საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მმართველი ორგანოს, LFP-ის ცნობით, ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის გუნდები პატივს მიაგებენ საშუალო სკოლის მასწავლებელს, სამუელ პატის, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მოკლეს.

LFP-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, მომდევნო უქმეებზე გასამართი შეხვედრები წუთიერი დუმილით დაიწყება და დიდ მონიტორზე სამუელ პატის ფოტოსურათი გამოისახება. ფეხბურთელები, მთავარი მწვრთნელები და მსაჯები კი შავ სამკლაურებს გაიკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ სამუელ პატის 16 ოქტომბერს, პარიზის ჩრდილოეთის შემოგარენში, სკოლის შენობის წინ თავი მოკვეთა 18 წლის მამაკაცმა, რომელიც შემდეგ პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. თავდამსხმელი აბდულახ ანზოროვი, რომელიც რუსეთში დაბადებული ეთნიკური ჩეჩენი იყო, პარიზიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ევრეში ცხოვრობდა.

როგორც გაირკვა, ოქტომბრის დასაწყისში მასწავლებელმა მოსწავლეებს მუჰამედის კარიკატურები აჩვენა და მკვლელობის მოტივი სწორედ ეს გახდა. აღსანიშნავია, რომ ტრაგედიამდე პატიმ სიკვდილის მუქარის შემცველი რამდენიმე წერილი მიიღო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში