Aa Aa
19 ოქტომბერი 2020  |  22:41

„კაპიტანი ჩემ გვერდით ზის“ - სულშერმა ფერნანდეში გააოცა

„პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედს“ ბრუნო ფერნანდეში უკაპიტნებს. უცნაური კი ისაა, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ამის შესახებ პსჟ-სთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციამდე არაფერი იცოდა.

ფერნანდეში ჟურნალისტების წინაშე ოლე გუნარ სულშერთან ერთად წარსდგა. ნორვეგიელი სპეციალისტისთვის დასმული ერთ-ერთი შეკითხვა სწორედ კაპიტნის ვინაობას ეხებოდა, რაზეც სულშერმა განაცხადა: „კაპიტანი ჩემ გვერდით ზის. ბრუნომ გუნდზე დადებითი გავლენა მოახდინა. ამას სტატისტიკაც მოწმობს და მისი თამაშის გამო იგი საქებარ სიტყვებს ხშირად იღებს.

ოლფ ტრაფორდზე მოსვლის შემდეგ, ფერნანდეშს მანჩესტერი თუ არ შეუცვლია, გუნდში ნაპერწკალი ნამდვილად გააჩინა და იმედი მაქვს, მის კარიერაში ჩვენც იგივე გავაკეთეთ. გასულ სეზონში მისი ტრანსფერი ჩვენთვის გარდამტეხი აღმოჩნდა და ვიმედოვნებ, წინ კიდევ ბევრი კარგი რამ გველოდება“.

ფერნანდეში სულშერის სიტყვებმა გააოცა და აღნიშნა: „ამას ნამდვილად არ ველოდი. თქვენი არ იყოს, ამის შესახებ მეც ახლა გავიგე. მანჩესტერის კაპიტნობა ჩემთვის დიდი პატივი და საოცარი მიღწევაა“.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერი“ პსჟ-ს დაუპირისპირდება და მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში