Aa
Aa

გურამ ქუთათელაძემ UFC-ში დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა!

28 წლის ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ UFC-ში დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა!

ქუთათელაძის მეტოქე პოლონელი მატეუშ გამროტი იყო. მან ქართველის მსგავსად UFC-ში თავისი პირველი ბრძოლა ჩაატარა. აქამდე მას MMA-ის წესებით 17 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და დღემდე დაუმარცხებელი გახლდათ.

პირველ რაუნდში ქართველი უფრო აქტიური იყო. მეტოქის ყველა „თეიქდაუნი“ დაიცვა და პოლონელს ბრძოლის თავისი სცენარით წარმართვის უფლება არ მისცა, პლუს ამას მას დარტყმებსაც აყენებდა.

მეორე რაუნდში გურამმა რამდენიმე დარტყმა განახორციელა და მისი უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა მალევე გამბროტმა ქუთათელაძის პარტერში გადაყვანა შეძლო და სიტუაცია გამოასწორა.

მესამე რაუნდში მეტოქე გააქტიურდა, ბრძოლა შედარებით თანაბარი გახდა. გამბროტმა გურამის პარტერში გადაყვანა კიდევ ერთხელ შეძლო. გამოცდილი პოლონელი მოჭიდავე თავისი პლუსების გამოყენებას ცდილობდა, თუმცა ქუთათელაძის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ თავს საკმაოდ კარგად იცავდა.

საბოლოოდ მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვება ქართველს დარჩა!

„ბედნიერი არ ვარ, რადგან ეს ის არ იყო რასაც მე ველოდი. მეტოქემ პარტერში ბევრჯერ გადამიყვანა“, - აღნიშნა ბრძოლის შემდეგ გურამმა.

აქვე გეტყვით, რომ გურამ ქუთათელაძეს კარიერაში დღემდე 13 ბრძოლა ჰქონდა გამართული და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა. ქართველ მებრძოლს ოქტაგონი წაგებულის სტატუსით 2015 წლის შემდეგ არ დაუტოვებია. მას ბოლო 8 ბრძოლიდან ყველა მოგებული ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები