იაგო ასპასი "ლა ლიგის" ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია
"ლა ლიგაში" ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელეს.
საუკეთესო თავკაცი ხორხე სამპაოლია, "სევილიამ" მისი ხელმძღვანელობით სამი მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. 56 წლის არგენტინელმა ანდალუსიური კლუბი სეზონის წინ ჩაიბარა და მისთვის ეს აღიარება პირველია.
საუკეთესო ფეხბურთელად ვიგოს "სელტას" ფორვარდი იაგო ასპასი დასახელდა, რომელმაც თვე "ბარსელონას", "დეპორტივოსა" (2) და "ლას პალმასის" (2) კარში გატანილი 5 გოლით დაასრულა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 29 წლის ასპასს კარგი თამაში ხულენ ლოპეტეგიმაც დაუფასა, ვინც იგი ტრავმირებული დიეგო კოშტას ნაცვლად, ნაკრებში გამოიძახა.