Aa Aa
17 ოქტომბერი 2020  |  22:14

''გმირულად დაეცა'' - 18 წლის სომეხი ფეხბურთელი ომის ფრონტზე დაიღუპა

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებისას ერევნის ''ლოკომოტივის'' 18 წლის სომეხი ფეხბურთელი ერიკ სარიანი დაიღუპა. ინფორმაციას ერევნული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

''ერიკ სარიანი არწახ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე ბრძოლაში გმირულად დაეცა. ვიზიარებთ ერიკის ოჯახისა და მისი მეგობრების მწუხარებას'' - აღნიშნულია განცხადებაში.

გასულ თვეში აზერბაიჯანსა დ სომხეთს შორის შექმნილ საომარი ვითარებას 13 წლის აზერბაიჯანელი ფეხბურთელი შაჰრიარ ქურბანოვი ქალაქ ნაფტალანში სომხეთის მიერ მოწყობილ შეიარაღებულ თავდასხმას შეეწირა.

შეგახსენებთ, ომში სომხეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვარაზდატ აროიანია ჩართული, რომლის ბერძნულ ''ლარისაში“ გადასვლა გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიზეზი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები გახლავთ, აროიანს სომხეთში გამოცხადებული საყოველთაო მობილიზაცია შეეხო.

არსებობდა მოლოდინი, რომ საომარი ვითარება მიმდინარე თვეში უნდა შეწყვეტილიყო. სამწუხაროდ, საომარი მოქმედებები გრძელდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში