სულშერი:
Aa
Aa

სულშერი: "პოგბა ორი წელი მანჩესტერში დარჩება"

რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავმა პოლ პოგბამ განაცხადა, რომ მადრიდის "რეალში" თამაში მისი ოცნებაა და ერთ დღეს "ბლანკოსში" გადასვლას არ გამორიცხავს. ამასთან დაკავშირებით "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა სულშერმა "ნიუკასლთან" დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"პოლი ჩვენი ფეხბურთელია და ის აქ კიდევ 2 წელი დარჩება. დარწმუნებული ვარ, რომ პოგბა ფოკუსირებულია იმაზე, რომ გუნდისთვის საუკეთესო გააკეთოს. ასევე ჩვენც გვინდა, რომ მისი საუკეთესო თამაში ვნახოთ." - განაცხადა სულშერმა

როგორც უკვე მოგახსენეთ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ნიუკასლს" დაუპირისპირდება. შეხვედრა დღეს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

რაც შეეხება პოგბას, ფრანგი ნახევარმცველი "ეშმაკებში" 2016 წელს "იუვენტუსიდან" 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 161 შეხვედრა ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები