5 წლიანი კონტრაქტი - ტაირონ ლუ
Aa
Aa

5 წლიანი კონტრაქტი - ტაირონ ლუ "კლიპერსის" მთავარი მწვრთნელია

გასულ სეზონში "კლივლენდ კავალიერსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტაირონ ლუ, ლოს-ანჯელეს "კლიპერსის" მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. დღეს კი სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მექსიკაში დაბადებული ამერიკელი "კლიპერსის" მთავარი დამრიგებელი გახდა.

ლუს 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და მისგან მაქსიმუმს ანუ NBA-ს ჩემპიონობას ითხოვენ. ტაირონმა 2016 წელს "კლივლენდის" გაჩემპიონება შეძლო. ამაში კი უდიდესი წვლილი ლებრონ ჯეიმსმა შეიტანა. "კავალიერსმა" ვარსკვლავური "გოლდენ სტეიტი" 4:3 დაამარცხა.

რაც შეეხება "კლიპერსს", ლოს-ანჯელესელები გასულ სეზონში დრამატულ 7 თამაშიან ბრძოლაში "დენვერთან" დამარცხდნენ. ნიშანდობლივია, რომ დოკ რივერსის შეგირდები 3:1-ს იგებდნენ, თუმცა "ნაგეთსმა" შესანიშნავი "ქამ-ბექი" შეასრულა.

იმასაც გამცნობთ, რომ ტაირონ ლუმ, როგორც მოთამაშემ NBA "ლეიკერსთან" ერთად ორჯერ 2000 და 2001 წელს მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები