Aa
Aa

"რაფა და ნოვაკი როჯერს გადაასწრებენ" - მარი დიდი სლემების რეკორდზე

რაფაელ ნადალი როჯერ ფედერერს დიდი სლემის ტიტულებით გაუთანაბრდა და ყველა დროის რეკორდს იყოფს. ამ თემასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლები ენდი მარის გაესაუბრნენ.

„წარმოუდგენელია იმის ცოდნა, ვინ მეტ სლემს მოიგებს, რადგან სპორტსმენის ცხოვრებაში მუდამ არის ტრავმები და სხვა შემაფერხებელი ფაქტორები. თუმცა, ვისურვებდი, რომ სამივე მათგანი კარიერის ბოლომდე ჯანმრთელად იყოს, ასეთ შემთხვევაში კი ვფიქრობ, დიდი სლემის ტიტულების რეკორდი რაფასი ან ნოვაკის იქნება.

რაც შეეხება რაფას მიღწევას „როლან გაროსზე“, ნამდვილად არ მგონია, ოდესმე ის ვინმემ დაჩრდილოს. თანაც, რა თქმა უნდა, მას ჯერ კიდევ შეუძლია, ტიტულატურას ამ ტურნირის კიდევ მინიმუმ ორი თასი დაამატოს. ჩემი აზრით, ეს მთლიანად სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული რეკორდია, შეიძლება - საუკეთესოც“.

ენდი მარის „როლან გაროსზე“ ყველაზე კარგი გამოსვლა 2016 წელს ჰქონდა, როცა ფინალში გავიდა და იქ ნოვაკ ჯოკოვიჩთან 4 სეტში წააგო. ნადალმა ის გათამაშება ტრავმის გამო გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები