Aa Aa
9 ოქტომბერი 2020  |  14:17

შესარჩევი ეტაპი - საქართველო ნოემბერში ფინეთში 2 მატჩს გამართავს

ფიბა-ევროპის აღმასრულებელი ორგანოს – ბორდის ონლაინ-სხდომა გაიმართა, რომელმაც ის კონკრეტული ქვეყნები დაასახელა, სადაც ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მომავალი ფანჯრის მატჩები ჩატარდება. დაახლოებით 1 თვის წინ ფიბა-ევროპამ გადაწყვიტა, რომ მომავალ მატჩებს ეგრედწოდებული “ბაბლის” სისტემით ჩაატარებდა, რაც თითო (ან 2) ჯგუფის ერთ ქვეყანაში შეკრებას და ფანჯრით გათვალისწინებული ყველა მატჩის ერთ დარბაზში ჩატარებას გულისხმობდა. 

ჩვენი ინტერესი, რა თქმა უნდა, E ჯგუფისკენაა მიმართული, სადაც საქართველოს ნაკრებთან ერთად სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია ასპარეზობენ. ფიბა-ევროპის ბორდის გადაწყვეტილებით, ეს ნაკრებები ფინეთის ქალაქ ესპოოში შეიკრიბებიან და თითოეული მათგანი 2-2 მატჩს გამართავს. არსებული კალენდრით საქართველოს ნაკრებს გასვლითი თამაშები 27 და 30 ნოემბერს, შესაბამისად ფინეთსა და შვეიცარიაში უწევდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ამ ქვეყნების ნაკრებებს დაუპირისპირდება, თუმცა ორივეს ფინეთის ქალაქ ესპოოში. ფიბა-ევროპის მიერ დადგენილი ფანჯარა 23-30 ნოემბრით განისაზღვრება, თამაშების ჩატარების ზუსტი თარიღები კი მოგვიანებით დადგინდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის კვალიფიკაცია ძალიან წარმატებულად დაიწყო, შინ შვეიცარიასთან გამარჯვების შემდეგ, სტუმრად სერბეთსაც სძლია და ჯგუფის სათავეში იმყოფება.

ქართველი კალათბურთელები საკვალიფიკაციო ტურნირის დასკვნითი ფანჯრის მატჩებს 2021 წლის თებერვალში ჩაატარებენ და ვინაიდან სერბეთთან და ფინეთთან თამაში თბილისში უწევთ, დიდი შანსია, ფიბა-მ ჯგუფის მასპინძლად სწორედ საქართველოს დედაქალაქი შეარჩიოს. ამის თაობაზე გადაწყვეტილება დეკემბერში იქნება მიღებული.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში