Aa
Aa

ტომასი: „ლებრონი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია"

„დეტროიტ პისტონსის“ ლეგენდარულმა გამთამაშებელმა, აიზეია ტომასმა ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელების შესახებ ისაუბრა. „ზეკეს“ მაიკლ ჯორდანის შესახებ ამჯერადაც არაფერი უთქვამს, სამაგიეროდ, ლებრონ ჯეიმსი გამოარჩია.

„ლებრონი როგორც პარკეტზე, ისე მის მიღმა საუკეთესო და ყველაზე სრულყოფილი კალათბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს. მან ტესტი გაიარა და ყველა სტატისტიკურ კატეგორიაში დაფიქსირებული რიცხვები ადასტურებს იმას, რაც ჩემმა თვალებმა ნახა. ჯეიმსი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია და ეს ყველამ უნდა იცოდეს“.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ტომასი „ლეიკერსის“ სუპერვარსკვლავს აქებს. გასულ თვეში „ზეკემ“ განაცხადა, რომ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე კარიმ აბდულ-ჯაბარი გახლავთ, თუმცა დასძინა, რომ მას ჯეიმსი აუცილებლად გადაასწრებს. როგორც ჩანს, სუპერფინალურ სერიაში მოპოვებული სამი გამარჯვება ტომასისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, მაიკლ ჯორდანი და აიზეია ტომასი წლების წინ პარკეტზე ერთმანეთის დაუძინებელი მტრები იყვნენ და კარგი ურთიერთობა არც ახლა აქვთ. „ზეკე“ „ემჯეის“ ყველა დროის საუკეთესოდ არ აღიარებს და საკუთარი მოსაზრების საჯაროდ დაფიქსირების შანსს ხელიდან იშვიათად უშვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები