Aa
Aa

ყველაზე სწრაფი გოლი - ლუკაკუმ ბენევენტოს 28-ე წამზე გაუტანა

რომელუ ლუკაკუმ „ბენევენტოს“ კარში გოლი 28-ე წამზე გაიტანა და „ინტერის“ ისტორიის გამორჩეული შედეგი დააფიქსირა.

ბელგიელმა ფორვარდმა აჩრაფ ჰაკიმის გადაცემით ისარგებლა და „ნერაძურის“ ფეხბურთელთაგან 2004-05 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე სწრაფი გოლი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ სააგენტო „ოპტა“ მსგავს სტატისტიკურ მონაცემს სწორედ ამ სეზონიდან აითვლის, ამიტომ, ზუსტად არ ვიცით, მილანურ გრანდს ამაზე უფრო სწრაფი გოლი 2004-05 წლებამდე ბოლოს როდის ჰქონდა გატანილი.

ანტონიო კონტეს გუნდმა ფილიპო ინძაგის „ბენევენტოს“ 5:2 მოუგო. ლუკაკუმ დუბლი შეასრულა, თითო ბურთი კი გალიარდინის, ლაუტარო მარტინესისა და იმავე ჰაკიმის ანგარიშზეა.

„ინტერს“ ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი აქვს, ლუკაკუ კი ბომბარდირთა დავაში თანალიდერია. კრიშტიანუ რონალდუმ, პაპუ გომესმა და ანდრეი გალაბინოვმაც მის მსგავსად 3 გოლი გაიტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები