შვებულება გრძელდება - ედენ აზარმა ახალი ტრავმა მიიღო
Aa
Aa

შვებულება გრძელდება - ედენ აზარმა ახალი ტრავმა მიიღო

დღეს მადრიდის "რეალი" ლა ლიგის მომდევნო შეხვედრას შინ "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ გამართავს. გუშინ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ედენ აზარმა ტრავმა სრულად მოიშუშა და ხვალინდელი მატჩისთვის ბელგიელი მზად იქნება. 

"სამეფო კლუბის" ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 29 წლის შემტევმა ვარჯიშზე ახალი დაზიანება მიიღო და "ვალიადოლიდთან" მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება.

საქმე ამჯერად მარჯვენა ფეხის წვივის, უკანა კუნთის ტრავმას ეხება.  პირველადი დაკვირვების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბელგიელი 3-4 კვირას იუქმებს.

რამდენიმე დღის წინ "ბლანკოსის" ქომაგმა და ესპანელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ტომას რონსერომ აზარი გააკრიტიკა და მისი სიტუაცია კომედიურ ჟანრში გაიყვანა. რონსეროს თქმით ედენის ამდენი ტრავმა გამაღიზიანებელია და გუნდს საკმაოდ აზარალებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ "რეალმა" მასში 100 მილიონი ევრო გადაიხადა და 2019 წლის ზაფხულის შემდეგ აზარმა მხოლოდ 22 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები