Rizin-ის ჩემპიონი აზერბაიჯანის არმიას შეუერთდა და სომხეთის წინააღმდეგ იბრძოლებს
Aa
Aa

Rizin-ის ჩემპიონი აზერბაიჯანის არმიას შეუერთდა და სომხეთის წინააღმდეგ იბრძოლებს

Azerisport.com-ის ინფორმაციით, Rizin-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელი, ტოფიკ მუსაევი საკუთარი სურვილით აზერბაიჯანის არმიას შეუერთდა და სომხეთის წინააღმდეგ იბრძოლებს.

ეს ინფორმაცია თავდაპირველად Gazetasportiva.com-ის ჟურნალისტმა, ბრუნო მასამიმ გაავრცელა. მან ისიც აღნიშნა, რომ ჯარში წასვლა აზერბაიჯანელი მებრძოლის ინიციატივა არ ყოფილა, თუმცა Azerisport.com განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს.

აზერბაიჯანული გამოცემა იმასაც წერს, რომ მუსაევი არმიას დღეს შეუერთდა და საჭიროების შემთხვევაში, საომარ მოქმედებებში ჩაერთვება.

ცნობისთვის, მუსაევს კარიერაში 21 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 18 მოგება და 3 მარცხია. აზერბაიჯანელ მებრძოლს ზედიზედ 14 შერკინებაა არ წაუგია და ბოლო დაპირისპირება პატრიკი პიტბულის წინააღმდეგ გამართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები