ზურიკო დავითაშვილი: „კვარაცხელია ქართველი მესია
Aa
Aa

ზურიკო დავითაშვილი: „კვარაცხელია ქართველი მესია"

„რუბინის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა, რომელიც „როტორშია“ განათხოვრებული, Sport24.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რუსეთზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე და რუსულ ფეხბურთზე ისაუბრა.

„მე და ხვიჩა ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. თბილისის დინამოს საფეხბურთო სკოლაში ერთად ვთამაშობდით და ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ამ ეტაპზე შეგვიძლია კვარაცხელიას ქართველი მესი ვუწოდოთ. ლოკომოტივმა მისი გაშვებით დიდი შეცდომა დაუშვა“.

- თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლამ საქართველოში დიდი რეზონანსი გამოიწვია. რას ფიქრობ იმ იერიშებზე, რომლებიც საქართველოში შენგელიას მისამართით განხორციელდა?

„ჩემთვის, ეს გაუგებარია, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ პირადად მე, რუსულ კლუბში ტრანსფერთან დაკავშირებით პრობლემები არ მქონია“.

- 2008 წლის ომმა ქვეყანა ძალიან შეცვალა?

„დიახ. ომი ძალიან ცუდია“.

- საქართველოში სააკაშვილის მიმართ როგორი განწყობაა?

„არიან ადამიანები, რომლებსაც ის უყვართ. არიან ისეთებიც, რომლებიც სხვა პოზიციას იკავებენ“.

- საქართველოსა და რუსეთში ცხოვრება შეადარე. სად უფრო კომფორტულია?

„საქართველო ჩემი სახლია და მშობლიურ ქვეყანაში თავს კომფორტულად ვგრძნობ, თუმცა რუსეთშიც კარგად ვარ. რუსული ფეხბურთი და თვითონ ქვეყანა ძალიან მომწონს“.

- შენ რუბინს ეკუთვნი, მაგრამ იჯარის წესით წასვლა მოგიწია. ასე რატომ მოხდა?

„ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რათა მეტი სათამაშო დრო მქონოდა. სლუცკისთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ შორის პრობლემები არ არსებობს. მან მითხრა, რომ ჩემ დაბრუნებას ელოდება. ის მხიარული თავკაცია და მისი მეთოდები კოლექტივს აერთიანებს“. 

2019-20 წლების სეზონში დავითაშვილმა რუსეთის პრემიერ ლიგაში 26 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 5 მატჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები