ტოტის გულისხმიერება: ლეგენდა ქომაგს კომიდან გამოსვლაში დაეხმარა
Aa
Aa

ტოტის გულისხმიერება: ლეგენდა ქომაგს კომიდან გამოსვლაში დაეხმარა

იტალიური მედია ''რომას'' ლეგენდის ფრანჩესკო ტოტისა და რომის ''ლაციოს'' ქალთა გუნდის 19 წლის მოთამაშის, ილენია მატილის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ილენია მატილი ავტოავარიაში მძიმედ დაშავდა, რის შემდეგაც ხელოვნურ კომაში 9 თვე იყო. გოგონას მშობლები ილენიას ''რომას'' ჰიმნს ასმენინებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ილენია ''ლაციოში'' ასპარეზობდა, ''რომასა'' და ტოტის გულმხურვალე ქომაგია.

რამდენიმე დღის წინ ილენიას მშობლებმა ტოტის ვიდეო-მიმართვა მიიღეს. იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ილენიას მიმართავდა: ''არ დანებდე, ჩვენ შენს გვერდით ვართ, შენ ამას შეძლებ''. იტალიური მედია იუწყება, რომ აღნიშნული ვიდეო-მიმართვის მოსმენის შემდეგ ილენია კომიდან გამოვიდა.

View this post on Instagram

❤❤❤❤❤

A post shared by Ilenia Matilli (@ileniamatilli) on Sep 25, 2020 at 11:28pm PDT

ფრანჩესკო ტოტიმ ილენია კლინიკაში მოინახულა. ცხადია, ილენიას მშობლები ტოტის მიმართ ძალიან მადლიერნი არიან. 

შეგახსენებთ, 44 წლის ტოტი ''რომას'' ლეგენდაა. მან მთელი კარიერა რომაულ გუნდს მიუძღვნა. 1992-2007 წლებში ტოტი ''რომასთან'' ერთად იტალიის ჩემპიონი მხოლოდ ერთხელ, 2000-01 წლების სეზონში გახდა. იტალიელი 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები