Aa Aa
26 სექტემბერი 2020  |  23:41

"ახალი ფეხბურთელები ფორმაში მალე შევლენ" - ლამპარდის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დასრულდა შეხვედრა "ვესტ ბრომვიჩსა" და "ჩელსის" შორის. მატჩი უხვგლოიანი გამოდგა. გუნდებმა ერთმანეთს სამ-სამი გოლი გაუტანეს და საბოლოოდ თამაში ფრედ დასრულდა. "არისტოკრატების" მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და გუნდის შეცდომებზე ისაუბრა.

"კონტრ-შეტევების და სტანდარტული სიტუაციების დროს ჩემი გუნდი სუსტად თამაშობდა. დადებითი მხოლოდ მათი სიმტკიცეა. ბოლომდე ვიბრძოლეთ და ფარ-ხმალი არ დავყარეთ. სამწუხაროდ ადრე ასეთი ბრძოლა არ გვჭირდებოდა და უფრო ადვილად ვიგებდით.

ფეხბურთელები გადაადგილების დროს ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. დროთა განმავლობაში ეს გამოსწორდება. ამას ყველა ნათლად დაინახავს. ახალი ფეხბურთელები ფორმაში მალე შევლენ და გუნდს საგრძნობლად გააძლიერებენ. ისინი ახლა ადაპტაციის გავლის პერიოდში არიან, ზოგი კი ტრავმირებულია.

მინდა შევაქო ჰადსონ-ოდოი, ინგლისელმა მატჩში დიდი გარდატეხა შეიტანა. მისი გამოსვლის შემდეგ გუნდმა სისწრაფეს მოუმატა და ამისთვის მადლობელი ვარ. ვაღიარებ, რომ ჩემი გუნდი დაბალ ტემპში თამაშობდა, რამაც პრობლემები შეგვიქმნა.

ორი ქულის დაკარგვა ცუდია. სეზონი ახალი დაწყებულია და ყველაფერი წინ არის." - განაცხადა ლამპარდმა

როგორც უკვე მოგახსენეთ "არისტოკრატებმა" ფრედ 3:3 ითამაშეს და მორიგი ქულები დაკარგეს. ლონდონელთა მხრიდან თავი მეისონ მაუნთმა, ჰადსონ-ოდოიმ და და ტამი აბრაჰამმა გამოიჩინეს.

ლამპარდის შეგირდები შემდეგ მატჩს 3 ოქტომბერს, შინ "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 15:30-ზე დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში