„არ დაგავიწყდეს, რაც გითხარი
Aa
Aa

„არ დაგავიწყდეს, რაც გითხარი" - სუარესმა მესის უპასუხა

„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუის სუარესმა ლიონელ მესის უპასუხა, რომელიც რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში „ელ პისტოლეროს“ დაემშვიდობა.

„მეგობარო, მადლობა ამ სიტყვებისთვის, მაგრამ უფრო დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხარ ის, ვინც ხარ. მადლობა იმისთვის, თუ როგორ გვექცეოდი მე და ჩემს ოჯახს პირველივე დღიდან. ყოველთვის მადლიერი ვიქნები ადამიანი ლიონელ მესის, რომელიც მხიარული და მგრძნობიარეა, თორემ ყველას მშვენივრად მოეხსენება როგორი ფეხბურთელიც ხარ.

არ დაგავიწყდეს, რაც გითხარი: „განაგრძე სიამოვნების მიღება და აჩვენე, რომ ერთადერთი ხარ“. მეორემ, მესამემ და მეოთხემ ვერ უნდა დაჩრდილონ, თუ რამდენად დიდი ხარ კლუბისთვის და საფეხბურთო სამყაროსთვის. ძალიან მიყვარხარ მეგობარო და ხუთივე მოგვენატრები“.

კატალონიური გამოცემები Mundo Deportivo და Diario Sport ვარაუდობენ, რომ „მეორე, მესამე და მეოთხეში" სუარესმა „ბარსას" ხელმძღვანელები იგულისხმა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები