„კლუბიდან ასე გაგდებას არ იმსახურებდი
Aa
Aa

„კლუბიდან ასე გაგდებას არ იმსახურებდი" - მესი სუარესს დაემშვიდობა

„ბარსელონას“ სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი ლუის სუარესის წასვლას გამოეხმაურა. „ლა პულგამ“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „ელ პისტოლეროს“ დაემშვიდობა.

„შენს წასვლასთან შეგუება უკვე დავიწყე, თუმცა დღეს გასახდელში შევედი და ყველაფერი სრულად შევიგრძენი. როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, უშენოდ გატარებული თითოეული დღე ურთულესი იქნება. ძალიან მოგვენატრები. ამდენი წელიწადი, ამდენი მატე, სადილი და ვახშამი... ბევრი რამაა რაც არასდროს დაგვავიწყდება...

უცნაური იქნება შენი სხვა კლუბის მაისურში ხილვა და კიდევ უფრო უცნაური - შენ წინააღმდეგ თამაში. შენ ბარსელონას ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი ხარ, რომელმაც, როგორც ინდივიდუალურ, ისე საკლუბო დონეზე უდიდეს წარმატებას მიაღწია. შენ კლუბიდან ასე გაგდებას არ იმსახურებდი, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე უკვე აღარაფერი მაკვირვებს.

შენი კარიერის ახალ გამოწვევაში ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ. ძალიან მიყვარხარ, მალე შევხვდებით მეგობარო“.

View this post on Instagram

Ya me venía haciendo la idea pero hoy entré al vestuario y me cayó la ficha de verdad. Que difícil va a ser no seguir compartiendo el día a día con vos, tanto en las canchas como afuera. Los vamos a extrañar muchísimo. Fueron muchos años, muchos mates, comidas, cenas... Muchas cosas que nunca se van a olvidar, todos los días juntos. Va a ser raro verte con otra camiseta y mucho más enfrentarte. Te merecías que te despidan como lo que sos: uno de los jugadores más importantes de la historia del club, consiguiendo cosas importantes tanto en lo grupal como individualmente. Y no que te echen como lo hicieron. Pero la verdad que a esta altura ya no me sorprende nada. Te deseo todo lo mejor en este nuevo desafío. Te quiero mucho, los quiero mucho. Hasta pronto, amigo.

A post shared by Leo Messi (@leomessi) on Sep 25, 2020 at 1:59am PDT

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი „ბარსელონას“ ღირსებას 2014-დან 2020 წლამდე იცავდა. „ელ პისტოლერომ“ „ბლაუგრანას“ მაისურით 283 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 198 გოლი და 109 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები