შენგელიამ მარჯვენა წვივი დაიზიანა - თოკო პარმასთან იუქმებს
Aa
Aa

შენგელიამ მარჯვენა წვივი დაიზიანა - თოკო პარმასთან იუქმებს

ცსკა-ს ქართველმა კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ მარჯვენა წვივი დაიზიანა და შაბათს, „პარმას“ წინააღმდეგ გასამართ მატჩს გამოტოვებს. ამ ინფორმაციას „არმიელთა“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

რუსული კლუბის განცხადების მიხედვით, თოკომ დღეს დილით მოსკოვში მდებარე GMS Clinic-ში შემოწმება გაიარა და მარჯვენა წვივის ძვალის დაზიანება დაუდგინდა. შენგელია კლუბის ბაზაზე კონსერვატიული თერაპიის კურსს გაივლის და მისი დაბრუნების თარიღი ტესტების შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მძიმე ფორვარდი „ასტანასთან“ დაშავდა. შენგელიამ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა პარკეტზე მხოლოდ 3 წუთი და 19 წამი გაატარა და ამ დროში მან 2 ქულისა და 2 მოხსნის დაგროვება მოასწრო.

ცნობისთვის, მომდევნო კვირას ცსკა ესპანეთში გაემგზავრება, სადაც 1-ელ ოქტომბერს, ევროლიგის გახსნით შეხვედრაში „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები