ბარსამ ფატი პირველ გუნდში დააწინაურა - მისი გამოსასყიდი 400 მილიონი იქნება
Aa
Aa

ბარსამ ფატი პირველ გუნდში დააწინაურა - მისი გამოსასყიდი 400 მილიონი იქნება

„ბარსელონას“ 17 წლის ტალანტმა ანსუ ფატიმ 23 სექტემბერს დილით კლუბთან შეთანხმებას მიაღწია და ახალ კონტრაქტს ხელიც მოაწერა.

ამიერიდან ფატი „ბარსას“ პირველი გუნდის წევრია და მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნება. ანსუმ ახალი სათამაშო ნომერიც მიიღო და ის ამიერიდან გუნდის 22-ე ნომერი იქნება.

დღემდე, ფატის გამოსასყიდი 170 მილიონი ევრო გახლდათ და მისი გადაბირების დიდ სურვილს „მანჩესტერ იუნაიტედი“ გამოთქვამდა, რომელმაც ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ რამდენიმე წინადადებაც მოამზადა.

„ბარსელონამ“ დროულად იმოქმდება და „ლა მასიას“ აღზრდილი დიდი ხნით დაიბევა.

როგორც ცნობილია, რონალდ კუმანი 17 წლის ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებს და მას მარცხენა გარემარბის პოზიციაზე გამოიყენებს. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა უსმან დემბელესა და ანსუ ფატის შორის არჩევანი სწორედ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა, რასაც ბევრი არ ელოდა.

შეგახსენებთ, რომ წარმოშობით გვინეა-ბისაუელმა შემტევმა “ბლაუგრანას“ პირველ გუნდში უკვე 33 მატჩი ჩაატარა, თავი 8 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები