Aa
Aa

ფინალის ბრძოლის გარეშე - ჰალეპი რომის ტურნირის ჩემპიონია!

რომის ტურნირის ქალთა თანრიგის მოქმედმა ჩემპიონმა, კაროლინა პლიშკოვამ ტიტული ვერ დაიცვა და ის სიმონა ჰალეპს დაუთმო.

გუშინდელი ფინალი ჰალეპის სრული უპირატესობით წარიმართა. რუმინელმა პირველი სეტი 6:0 მოიგო, მეორეში კი 2:1-ზე პლიშკოვამ თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა - მიზეზად მარცხენა ბარძაყის ტრავმა დაასახელა.

ჰალეპს რომში აქამდე 2 ფინალი ჰქონდა წაგებული და ტიტული პირველად მოიპოვა. ეს მისთვის წელს მოგებული - მესამე, კარიერაში კი 22-ე ტურნირია.

სიმონა ჰალეპი ამჟამინდელ ქალთა მსოფლიო რეიტინგში მე-2 ადგილზე იმყოფება. მის აქტივში 7255 ქულაა, რაც ლიდერ ეშლი ბარტის მონაგარზე 1462 ქულით ნაკლებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები