იოვიჩი გუნდიდან მიდის ? - ზიდანი ახალი კლუბის მოძებნას ურჩევს
Aa
Aa

იოვიჩი გუნდიდან მიდის ? - ზიდანი ახალი კლუბის მოძებნას ურჩევს

ლუკა იოვიჩი მადრიდის "რეალში" დიდი იმედებით გადავიდა, მაგრამ სიტუაცია დღეს რადიკალურად შეცვლილია. ახალი არ არის, რომ სერბ ფეხბურთელს ადაპტაციის გავლა გაუჭირდა და საკუთარ თამაშს ვერ აჩვენებს. დღეს კი სპორტული გამოცემა "მარკა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზინედინ ზიდანმა მას ახალი კლუბის მოძებნა ურჩია. საუბარია 1 წლიან იჯარაზე. 

ფრანგი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ლუკას მეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რათა საკუთარი ძალები მაქსიმალურად გამოავლინოს და ამის შემდეგ დაბრუნდეს "სამეფო კლუბში."

"რეალში" ბორხა მაიროალი და მარიანო დიაზი ირიცხებიან. არადა გასულ ზაფხულს იოვიჩს ბენზემას მემკვიდრედ თვლიდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ გუნდში ბევრი თავდამსხმელი დაგროვდა, სერბის ადგილი აღარ რჩება. სატრანსფერო ფანჯარა 5 ოქტომბერს იხურება და 22 წლის ფეხბურთელმა მაქსიმალურად სწრაფად უნდა იპოვოს ახალი თავშესაფარი. ჯერჯერობით უცნობია აქვს თუ არა რომელიმე კლუბს მის მიმართ ინტერესი.

შეგახსენებთ, რომ ლუკა იოვიჩი მადრიდის "რეალს" 2019 წლის ზაფხულში "აინტრახტიდან" 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები