შეთანხმება არ შედგება - მილიკმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა
Aa
Aa

შეთანხმება არ შედგება - მილიკმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა

ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად ვხვდებოდით სიახლეს არკადიუშ მილიკთან დაკავშირებით. პოლონელ ფეხბურთელს "რომას" უკავშირებდნენ და როგორც აღმოჩნდა ეს ყველაფერი სიმართლე იყო. 

football italia გულშემატკივრებს ახალ ინფორმაციას ამცნობს. ტრანსფერის განსახორციელებლად ყველაფერი მზად იყო, მხარეები შეთანხმდნენ, მაგრამ მილიკმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.

რომაელებს პოლონელის სამედიცინო პასუხები არ მოეწონათ. ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ პრობლემა მუხლშია. არკადიუშს რამდენჯერმე აქვს გადატანილი მუხლის სერიოზული ტრავმა და არის ვარაუდი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაზიანება კვლავ განმეორდეს.

დღეს "რომამ" საგანგებო განცხადება გააკეთა: "დიდი პატივისცემის მიუხედავად სამწუხაროდ შეთანხმება ვერ მოხერხდება. მილიკის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. კონკრეტულად რა პრობლემას წავაწყდით ამას არ გავასაჯაროებთ, რადგან ჩვენ სხვა გუნდის მოთამაშეებს პატივს ვცემთ"

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 26 წლის ფეხბურთელმა 2017 წელს ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ამის გამო 158 დღე გამოტოვა. 

football italia იმასაც გვამცნობს, რომ "ჯალაროსი" ედინ ჯეკოსთან დაკავშირებით ყველანაირ შემოთავაზებას დაბლოკავს და ის "იუვენტუსში" აღარ გადავა.

არკადიუშ მილიკი "ნაპოლიში" 2016 წელს გადავიდა და გულშემატკივრებს თავი მალევე შეაყვარა. ამ პერიოდის განმავლობაში პოლონელმა 122 შეხვედრა ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ფეხბურთელმა იტალიაში ყოფნის განმავლობაში ჯამში ტრავმების გამო 351 დღე იუქმა და 61 შეხვედრა გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები