Aa Aa
19 სექტემბერი 2020  |  22:06

ლივერპულმა დაადასტურა - ჟოტა "მერსისაიდელია"

"ლივერპულის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ დიოგო ჟოტა ახალი სეზონიდან მათ ღირსებას დაიცავს. ტრანსფერი 45 მილიონი ევრო დაჯდა. "მერსისაიდელებმა" პორტუგალიელს 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

"ლივერპულში" გადასვლასთან დაკავშირებით ჟოტამ კომენტარი გააკეთა. "ძალიან ბედნიერი ვარ. იყო ისეთი კლუბის ფეხბურთელი, როგორიც "ლივერპულია" მართლაც საოცარია. ეს დღე ჩემი და ჩემი ოჯახის ისტორიაში საუკეთესოა.

მე უდიდეს და მსოფლიოს ჩემპიონ კლუბში მოვედი. როდესაც პრემიერ ლიგა გესმის, პირველი სწორედ "ლივერპული" გახსენდება. ეს ორი რამ ერთამენთთან პირდაპირ კავშირშია. გპირდებით, რომ ამ კლუბისთვის ყველაფერს საუკეთესოს გავაკეთებ და ვეცდები ისტორიაში დიდი ასოებით ჩავეწერო." - განაცხადა ჟოტამ

პორტუგალიელი "ვულვზისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახლდათ. დიოგო "მგლებში" 2017 წელს ჩაირიცხა. მაშინ კლუბი ჯერ კიდევ "ჩემპიონშიფში" ასპარეზობდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჟოტამ 131 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 44 გოლი გაიტანა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში