Aa
Aa

"სუარესი აღარ გადმოვა" - პირლოს წინასამატჩო პრესკონფერენცია

იტალიის სერია ა დაიწყო. ხვალ კი მოქმედი ჩემპიონი ტურინის "იუვენტუსი" თავის პირველ შეხვედრას გამართავს. მატჩის წინ გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ პრესკონფერენცია გამართა.

"თავს ყველანი კარგად ვგრძნობთ და ხვალინდელი მატჩისთვის ვემზადებით. ალექს სანდრო, დე ლიხტი და დიბალა არ იქნებიან და ეს ჩვენ წინასწარ ვიცოდით. მიუხედავად ამისა მე მაინც მყავს საკმარისი ფეხბურთელები იმისთვის, რომ იდეალური შემადგენლობა გამოვიყვანო.

დეიან კულუსევსკიმ და ლუკა პელეგრინიმ სერია ა შესანიშნავად იციან. რაც შეეხებათ არტურს და ვესტონ მაკინის, მათ ადაპტაცია უნდა გაიარონ. 

მე და სარის განსხვავებული ხედვა გვაქვს, მაგრამ მსგავსად მაურისიოსი მეც შემტევი ფეხბურთის მოყვარული ვარ. ჩემი გუნდი ბურთის ფლობაზე გააკეთებს აქცენტს. ასე, რომ ტაქტიკა დიდად არ შეიცვლება. კლაუდიო რანიერი ბრწყინვალე სპეციალისტია და მასთან სიფრთხილე გვმართებს. ჩემი ფეხბურთელები სივრცეების გამოყენებას ეცდებიან.

რონალდუ და კულუსევსკი ხშირად გაცვლიან პოზიციებს. დიდი ხანია ახალი თავდამსხმელის შეძენა მსურს, მაგრამ სამწუხაროდ გაიწელა. ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა მალე უნდა მოგვარდეს. რაც შეეხება ლუის სუარესს, ურუგვაელი აღარ გადმოვა, რადგან იტალიური პასპორტის მიღებას დიდი დრო სჭირდება. აქედან გამომდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ეს ყველაფერი არ მოესწრება." - განაცხადა პირლომ

შეგახსენებთ, რომ ტურინის "იუვენტუსი" ხვალ 20 სექტემბერს საკუთარ კედლებში "სამპდორიას" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები