კერიმოვი: ''ხვიჩა ყველას აღგვაფრთოვანებს, მაგრამ არასაკმარისად ეფექტურია''
Aa
Aa

კერიმოვი: ''ხვიჩა ყველას აღგვაფრთოვანებს, მაგრამ არასაკმარისად ეფექტურია''

რუსეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მოსკოვის ''დინამოსთან'' ხვიჩა კვარაცხელიას ცხვირი დაუზიანდა. არსებობდა საშიშროება, რომ მას მოსკოვის ''სპარტაკთან'' დაპირისპირება გამოეტოვებინა, თუმცა 19 წლის ტალანტი გუნდურ სავარჯიშო პროცესში მონაწილეობს და თანაგუნდელებს მოსკოვურ კლუბთან შეხვედრაში დაეხმარება.

Матч ТВ-ის კომენტატორმა ელვინ კერიმოვმა ''რუბინი''-''სპარტაკის'' მატჩამდე აღნიშნა, რომ სლუცკის გუნდს ევროპა ლიგის საგზურის მოპოვების რესურსი აქვს. ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა კერიმოვის აზრით ქართველს შესაძლებლობების მაქსიმუმი არ უჩვენებია.

''კვარაცხელია ყველას აღგვაფრთოვანებს, მაგრამ მას შეუძლია კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. ვთვლი, რომ ამ ეტაპზე არასაკმარისად ეფექტურია'' - აღნიშნა კერიმოვმა.

''რუბინისა'' და მოსკოვის ''სპარტაკის'' დაპირისპირება 20 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

გასულ ზამთარში ''რუბინის'' მთავარ მწვრთნელად ლეონიდ სლუცკი დაინიშნა. მისი მოსვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესი ძალიან ნათელია. მოსკოვის ''ლოკომოტივის'' ექს-შემტევი რუსეთის პრემიერ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატში 7 მატჩი ჩაატარა. მან 2 საგოლე პასი შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები