უაითმა დაადასტურა - „UFC კონორთან დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს“
Aa
Aa

უაითმა დაადასტურა - „UFC კონორთან დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს“

UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაითმა კონორ მაკგრეგორის შესახებ ისაუბრა. ორგანიზაციის პირველმა პირმა ინტერვიუ ESPN-ს მისცა და ირლანდიელის სამომავლო გეგმებს შეეხო.

„ჩვენ კონორთან საინტერესო წინადადებაზე ვმუშაობთ, რომელიც მომდევნო წლის დასაწყისშია დაგეგმილი. 2021 წელს მაკგრეგორი ოქტაგონს უნდა დაუბრუნდეს. არ ვამბობ, რომ UFC-ში აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მასთან გარკვეული წინადადების თაობაზე მოლაპარაკებებს ნამდვილად ვაწარმოებთ“.

აღსანიშნავია, რომ უაითის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ირლანდიელის მენეჯერმა, აუდი ატარმაც დაადასტურა და ESPN-თან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში მის კლიენტს UFC-სთან მოლაპარაკებები ჰქონდა.

მაკგრეგორმა UFC-ში ბოლოს 19 იანვარს იჩხუბა და დონალდ სერონეს დაუპირისპირდა. კონორმა მეტოქეს 40 წამში სძლია, მაგრამ ბრძოლიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ირლანდიელისთვის ეს უცხო რამ ნამდვილად არაა. ბოლო 4 წლის განმავლობაში კონორი UFC-დან 3-ჯერ წავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები