დაპირისპირება ბოსტონის გასახდელში - მაიამიმ სელტიქსი დაამარცხა
აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში „მაიმი ჰიტმა“ „ბოსტონ სელთიქსი“ ზედიზედ მეორედ დაამარცხა. ფლორიდელებმა 106-101 იმარჯვეს და სერიაში ანგარიში 2-0 გახადეს.
„კელტებმა“ მატჩი კარგად დაიწყეს და პირველ ნახევარი 13-ქულიანი უპირატესობით ჩაამთავრეს, თუმცა მეორე ტაიმში „მაიამის“ ზონურ დაცვას ვერაფერი დაუპირისპირეს და სერიოზული პრობლემები შეექმნათ. „ჰიტმა“ მესამე მეოთხედი 20 ქულით მოიგო, გადამწყვეტ მომენტებში მეტოქეზე უკეთ იასპარეზა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
ერიკ სპოელსტრას გუნდს 25 ქულით გორან დრაგიჩმა ულიდერა. ბემ ადებაიომ ორმაგი დუბლი გაიფორმა - 21 ქულა, 10 მოხსნა, 4 ასისტი. დანკან რობინსონი 18 ქულით გამოირჩა. ჯიმი ბატლერმა კი 14 ქულა დააგროვა და მეოთხე მეოთხედში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო.
CLUTCH DEFENSE from @JimmyButler this season! ????
— NBA (@NBA) September 18, 2020
Game 3: Saturday, 8:30pm/et, ESPN pic.twitter.com/3cnV7KvSfk
„ბოსტონის“ რიგებში ყველაზე მეტი, 23 ქულა კემბა უოკერმა გააკეთა. ჯეისონ ტეიტუმი და ჯეილენ ბრაუნი 21-21 ქულას დასჯერდნენ. მარკუს სმარტმა კი 14 ქულა მიითვალა. ამერიკული გამოცემების ცნობით, მატჩის შემდეგ, „სელტიქსის“ გასახდელში ვითარება დაიძაბა. Bleacher Report-ის ინფორმაციით, მარკუს სმარტი ყვიროდა და კალათბურთელებს შორის ხმამაღალი კამათი მიდიოდა.
???? KEMBA ???? pic.twitter.com/EF8wQvWxnF
— Boston Celtics (@celtics) September 18, 2020
შეგახსენებთ, რომ „მაიამისა“ და „ბოსტონის“ სერიის მესამე შეხვედრა კვირას, 20 სექტემბერს გაიმართება და მატჩი თბილისის დროით 04:30-ზე დაიწყება.