Aa Aa
17 სექტემბერი 2020  |  20:39

„იმედი მაქვს ჩემპიონები გავხდებით" - ანორთოსისმა ქვილითაია წარადგინა

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ გიორგი ქვილითაია წარადგინდა. ქართველი თავდამსხმელი ქეცბაიას გუნდს იჯარის წესით შეუერთდა და „ანორთოსისში“ სეზონის ბოლომდე დარჩება.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ანორთოსისში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, ამ კლუბის გაცნობა და ადაპტაციის გავლა ჩემთვის იოლი იქნება, რადგან აქ რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს და გუნდს ქართველი თავკაცი წვრთნის.

იმედი მაქვს, მთელი სეზონი, როგორც ანორთოსისითვის, ისე ჩემთვის წარმატებული და იღბლიანი იქნება. რისი მიღწევა მინდა გუნდთან ერთად? ვიცი, რომ ანორთოსისი კვიპროსში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძვის. ჩემი აზრით, წლეულს ჩემპიონობის მოპოვების კარგი შანსი გვაქვს და ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ კარგი თამაშები გვექნება და ჩემპიონები გავხდებით.

ანორთოსისს შესანიშნავი და აქტიური გულშემატკივრები ჰყავს და მათთან შეხვედრას მოუთმენლად ველი“, - განაცხადა ქვილითაიამ კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბრისას.

ქვილითაია „სასკოს“, უნგრული „დიორ ეტოს“, გორის „დილას“, თბილისის „დინამოსა“ და ვენის „რაპიდის“ ყოფილი ფეხბურთელია. 2018 წლის ზაფხულიდან კი „გენტის“ ღირსებას იცავდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში