Aa
Aa

დენი როუზი სერი ა-ს უახლოვდება

ლონდონის ‘‘ტოტენჰემის’’ მცველი დანი როუზი პრემიერ ლიგას ტოვებს. ‘‘მირორის’’ ცნობით ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი შემდეგ ზაფხულში ეწურება. აქედან გამომდინარე ‘‘დეზების’’ ფეხბურთელის გაყიდვას და მის სანაცვლოდ თანხის მიღებას ცდილობენ.

‘‘დეილი სტარის’’ ცნობით სავარაუდო სატრანსფერო თანხა 5 მილიონი ფუნტი სტერლინგია.

ჟოზე მოურინიოს გეგმებში დენი როუზი არ შედის. 30 წლის მარცხენა მცველმა გასული სეზონის მეორე ნახევარი ‘‘ნიუკასლში’’ გაატარა.

როუზი, რომელსაც ინგლისის ეროვნულ გუნდში 29 მატჩი აქვს ჩატარებული, 2007 წლიდან ‘‘ტოტენჰემის’’ ფეხბურთელია. საერთო ჯამში ‘‘დეზებმა’’ მოთამაშე ხუთჯერ გაანათხოვრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები