კაკენაგე - ტოჩინოშინმა ეფექტური გდებით ყოფილი ოძეკი დაამარცხა
Aa
Aa

კაკენაგე - ტოჩინოშინმა ეფექტური გდებით ყოფილი ოძეკი დაამარცხა

„აკი ბაშოს“ მეხუთე დღეს ტოჩინოშინი მის მსგავსად ჩამოქვეითებულ ყოფილ ოძეკს, ტაკაიასუს დაუპირისპირდა, რომელიც მე-6 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს.

"ტოჩიმ" ბრძოლა სასურველი სცენარით ვერ დაიწყო, ჩავლების აღება ვერ შეძლო, პირიქით, ტაკაიასუმ ქამარში ჩაავლო და თითქოს უპირატესობაც ჰქონდა და მის წაქცევას ცდილობდა, მაგრამ ქართველმა სეკიტორმა შეტევას გაუძლო და მეტოქე კონტრილეთზე წამოაგო (კაკენაგე).

აღსანიშნავია, რომ ეს იყო 2 ყოფილი ოძეკის შერკინება, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ სატურნირო დღის ბოლოს იმართებოდა ხოლმე და უდიდეს ინტერესს იწვევდა. ამჯერად, ორმა მაეგაშირამ მორიგი დასამახსოვრებელი ბრძოლა შემოგვთავაზა.

დღევანდელ შეხვედრამდე ლევან გორგაძემ მის წინააღმდეგ 21 ბრძოლა გამართა, რომელთაგან 8 მოიგო და 13 დათმო.

ამრიგად, ქართველ სუმოტორს 2 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს. წოდების მოსამატებლად, ლევანმა მინიმუმ 6 ბრძოლის მოგება უნდა შეძლოს.

ტურნირის მე-6 დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე შოდაი იქნება, რომელსაც ლევანი ჯამში 16-ჯერ შეერკინა, 7-ჯერ დაამარცხა და 9-ჯერ თავად დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები