NBA-მ 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ხუთეულები დაასახელა.
Aa
Aa

NBA-მ 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ხუთეულები დაასახელა.

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო პირველი, მეორე და მესამე ხუთეული დაასახელა.

პირველ ხუთეულში ლებრონ ჯეიმსი, იანის ანტეტოკოუნმპო, ლუკა დონჩიჩი, ენტონი დევისი და ჯეიმს ჰარდენი მოხვდნენ.

მეორე ხუთეული ასე გამოიყურება - დემიენ ლილარდი, კავაი ლეონარდი, ნიკოლა იოკიჩი, კრის პოლი, პასკალ სიაკამი.

მესამე ხუთეულს რაც შეეხება, აქ ბენ სიმონსი, ჯეისონ ტეიტუმი, ჯიმი ბატლერი, რუდი გობერი და რასელ უესტბრუკი გაამწესეს.

მსგავსი სიახლეები