Aa
Aa

MARCA: სუარესის ბარსელონაში დარჩენის შანსები იზრდება

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, Marca გვაუწყებს, რომ დიდი შანსია, ლუის სუარესი „კამპ ნოუზე“ დარჩეს. დღეს ურუგვაელი ფეხბურთელი „ხირონას“ წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას, რაც იმის მომასწავებელი იქნება, რომ „ელ პისტოლერო“ „ბარსელონას“ არ დატოვებს.

სუარესს „იუვენტუსს“, „ატლეტიკოსა“ და „აიაქსს“ უკავშირებდნენ, მაგრამ სამივე ვარიანტი გამოირიცხა. ლუისი „ბარსასთან“ კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზეც ვერ თანხმდება. „ბლაუგრანას“ კი ახალი თავდამსხმელის შესაძენად ფინანსური რესურსი არ აქვს და რონალდ კუმანს ცვლილებების გატარება მოუწია.

Marca-ს ცნობით, „ბარსელონაში“ დარჩენაზე ფიქრი სუარესმაც დაიწყო. ნიდერლანდელი სპეციალისტი კი ხვდება, რომ თუ დეპაის ტრანსფერი არ გაიჩარხა, რისი შანსიც საკმაოდ დიდია, აქცენტის ურუგვაელზე გაკეთება მოუწევს.

კუმანის სამომავლო გეგმებში „ელ პისტოლერო“ არ შედიოდა, მაგრამ მადრიდული გამოცემა წერს, რომ „ბარსას“ თავკაცი 33 წლის თავდამსხმელის დარჩენის წინააღმდეგ არ მიდის და მის გამოყენებას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები