Aa Aa
16 სექტემბერი 2020  |  13:04

მანჯუკიჩი ფენერბახჩეს უახლოვდება

მარიო მანჯუკიჩი სერია A-ში არ დაბრუნდება და დიდი ალბათობით, კარიერას „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელებს. „იუვენტუსის“ ყოფილ თავდამსხმელს ბოლო პერიოდში „ფიორენტინას“ „ბენევენტოსა“ და „მილანს“ უკავშირებდნენ, თუმცა როგორც ჩანს, ხორვატმა ცენტრფორვარდმა „ფენერი“ აირჩია.

გავლენიანი თურქული გაზეთის, Fanatik-ის ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელმა „ფენერბაჰჩესთან“ პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას უკვე მიაღწია და ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე ფორმალობაღაა დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩი 2015-დან 2019 წლამდე „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა და „ბიანკონერის“ მაისურით ჩატარებულ 117 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა. 2019 წლის ბოლოს მან „ბებერი ქალბატონის“ რიგები დატოვა და ყატარულ „ალ დუჰაილს“ შეუერთდა, სადაც მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები