Aa Aa
16 სექტემბერი 2020  |  13:21

ბარსელონა სემედუს გაყიდვას გეგმავს, რათა დესტი გაიფორმოს

ესპანური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ბარსელონა“ მარჯვენა მცველის შეძენას კვლავ გეგმავს.

კლუბი ნელსონ სემედუს თაობაზე შემოთავაზებებს ელოდება და შესაბამისი წინადადების მიღების შემდეგ, პორტუგალიელს აუცლებლად გაყიდიან, რის შემდეგაც „ბარსა“ ახალ მარჯვენა მცველს შეიძენს.

წყაროს ცნობით, კატალონიელთათვის პრიორიტეტული „აიაქსის“ 19 წლის ამერიკელი სერჟინიო დესტი გახლავთ, რომელსაც ტრანსფერმარკეტი 18 მილიონ ევროდ აფასებს.

დესტის გარდა კლუბი ჰექტორ ბელერინის ვარიანტსაც განიხილავს. აღსანიშნავია, რომ „ბარსას“ ტრანსფერებისთვის საკმარისი თანხა არ აქვს და ამსტერდამელთა თინეიჯერი მცველის დამატება 1 წლიანი იჯარით სურთ, რასაც 2021 წელს მისი გამოსყიდვის უფლება მოჰყვება.

19 წლის დესტი და ერიკ გარსია რონალდ კუმანის სამიზნეები არიან. ნიდერლანდელ სპეციალისტს დაცვის გადახალისება სურს და სავარაუდოდ ორივე მათგანის სანაცვლოდ „ბლაუგრანას“ დაახლოებით 40 მილიონის გადახდა მოუწევს, რაც სავსებით მისაღები თანხა გახლავთ.

ისევე როგორც მემფის დეპაისა და ლუის სუარესის შემთხვევაში, ამჯერადაც აუცილებელია, რომ „ბარსელონამ“ სემედუ გაყიდოს, რათა მის ნაცვლად ვინმეს შეძენა შეძლოს.

შეგახსენებთ, რომ დესტმა „აიაქსის“ რიგებში 39 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები