ოფიციალურად - გაბრიელ ჟეზუში ბარსელონაში ითამაშებს
„არსენალი“ და „ბარსელონა“ გაბრიელ ჟეზუშის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ცნობილი სატრანსფერო ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სატრანსფერო თანხისა და ბონუსების სახით „არსენალი“ 14 მილიონ ევროს მიიღებს (10+4), ხოლო ბრაზილიელი ფორვარდის მომდევნო ტრანსფერიდან ლონდონურ კლუბს თანხის 20% ეკუთვნის.
გაბრიელ ჟეზუში „ბარსელონასთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
„ყველაფერი ძალიან სწრაფად გადაწყდა. იცით, რომ ორი ძალიან რთული წელი მქონდა, მაგრამ ჩემი უნარები ყველასათვის ცნობილია და ამან საქმე გაამარტივა. მიხარია ასეთ დიდ კლუბში ყოფნა. მადლობას ვუხდი დეკუსა და ჰანსი ფლიკს ნდობისათვის.
ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მუხლთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს, ყველაფერი წარსულშია. კარგი რეაბილიტაცია მქონდა და „არსენალში“ ყოფნისას თავს კარგად ვგრძნობდი, უთამაშებლობას კი სხვა მიზეზები ჰქონდა.
კარიერის განმავლობაში შეტევაში 3-4 პოზიციაზე მითამაშია: ფლანგებზე, ცენტრფორვარდად, მეორე ფორვარდად. ფლიკთან ტაქტიკაზე ჯერ არ გვისაუბრია, მაგრამ აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდს დავეხმარო“.
When instinct calls, you answer. ☎️ pic.twitter.com/BgZktIcJ17
— FC Barcelona (@FCBarcelona) September 1, 2026
ცნობისთვის, ბრაზილიელი ფორვარდი „მეთოფეებს“ 2022 წელს „მანჩესტერ სიტიდან“ შეუერთდა და 123 შეხვედრაში 32 გოლით გამოიჩინა თავი.