Aa Aa
16 სექტემბერი 2020  |  09:49

ორმაგი ოვერტაიმი - აილენდერსმა ტამპა ბეი დაამარცხა

„ნიუ იორკ აილენდერსმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეხუთე შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და სტენლის თასისთვის ბრძოლას განაგრძობს. ბარი ტროცის გუნდს „ტამპა ბეი ლაითნინგის“ დასამარცხებლად 2 ოვერტაიმი დასჭირდა და საბოლოოდ, 2-1 იმარჯვა.

მატჩში ანგარიში ნიუ იორკელებმა გახსნეს და პულოკის გოლის წყალობით პირველივე პერიოდში დაწინაურდნენ. „ტამპა ბეიმ“ წონასწორობა მეორე პერიოდში აღადგინა და საფინალო სირენამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. დამატებულ დროში „ლაითნინგი“ მცირე უპირატესობას ფლობდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში „აილენდერსის“ მოთამაშეებმა უკეთ იასპარეზეს და ებერლეს გოლით გაიმარჯვეს.

შეხვედრის პირველი ვარსკვლავი „ნიუ იორკის“ მეკარე, სემიონ ვარლამოვი გახდა, რომელმაც 37-დან 36 დარტყმა მოიგერია. მეორე ვარსკვლავის სტატუსი გამარჯვების გოლის ავტორმა, ჯორდან ებერლემ დაისაკუთრა. მესამე ვარსკვლავად კი „ტამპა ბეის“ მოთამაშე, ვიქტორ ჰედმანი დაასახელეს.

ცნობისთვის, „ლაითნინგისა“ და „აილენდერსის“ მომდევნო შეხვედრა 18 სექტემბერს გაიმართება. სერიის გამარჯვებული კი სტენლის თასის ფინალში „დალას სტარსს“ დაუპირისპირდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

მიიღე WELCOME ბონუსი

მიიღე WELCOME ბონუსი

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში