Aa
Aa

ტორეირა შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს

ბრიტანული მედიის ცნობით ‘‘არსენალის’’ ნახევარმცველი ლუკას ტორეირა შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს.

‘‘მეთოფეებთან’’ მოლაპარაკებას ‘‘ტორინო’’ აწარმოებს. განიხილება როგორც ურუგვაელის გამოსყიდვის, ასევე საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა. სავარაუდო სატრანსფერო თანცა 22 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

ტორეირას გადაბირებით ფლორენციის ‘‘ფიორენტინაც’’ დაინტერესებულია. 24 წლის ნახევარმცველი ‘‘პესკარასა’’ და ‘‘სამპდორიაში’’ ასპარეზობდა, გასული ორი სეზონი კი ‘‘მეთოფეებში’’ გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები