Aa
Aa

დალას სტარსმა ვეგას გოლდენ ნაითსი დაამარცხა და სტენლის თასის ფინალში გავიდა

„დალას სტარსი“ სტენლის თასის პირველი ფინალისტია. დასავლეთ კონფერენციის გადამწყვეტი სერიის მე-5 შეხვედრაში ტექსასელებმა „ვეგას გოლდენ ნაითსი“ დაამარცხეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.

დალასელები მესამე პერიოდში 2-0-ს აგებდნენ, თუმცა ბენისა და კივირანტას გოლების წყალობით ანგარიში გაათანაბრეს და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა. დამატებით დროში „სტარსის“ მხრიდან გურიანოვი გამოირჩა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

„დალასმა“ „ვეგას გოლდენ ნაითსი“ სერიაში 4-1 დაამარცხა და სტენლის თასის ფინალში ისტორიაში მესამედ და ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად გავიდა. ტექსასელები ფინალში ბოლოს 2000 წელს იყვნენ და მაშინ „ნიუ ჯერსისთან“ 4-2 წააგეს.

„სტარსის“ მეტოქის ვინაობას „ტამპა ბეი ლაითნინგი“ და „ნიუ იორკ აილენდერსი“ გაარკვევენ. „ტამპა“ სერიაში 3-1-ს იგებს და მეოთხე გამარჯვების მოპოვებას 16 სექტემბერს, თბილისის დროით 04:00-ზე ჩანიშნულ შეხვედრაში შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები