„ასე გაგრძელება აღარ შემიძლია“ - მაკგრეგორმა ქომაგები აანერვიულა
Aa
Aa

„ასე გაგრძელება აღარ შემიძლია“ - მაკგრეგორმა ქომაგები აანერვიულა

ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა საფრანგეთში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრები აანერვიულა. ყველაფერი „ტვიტერის“ ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს მოჰყვა. ამ უკანასკნელმა BBC Sport-ის სტატიაზე გააკეთა აქცენტი, რომელშიც მაკგრეგორი ინგლისელად იყო მოხსენიებული და განაცხადა: „BBC მართალია. მათ შეუძლიათ კონორ ჰყავდეთ. მაკგრეგორი ინგლისელია“.

ირლანდიელმა ორ ქომაგს, რომელთაგან ერთ-ერთი სუიციდის პრევენციისთვის მუშაობს, სოციალურ ქსელებშივე უპასუხა. კონორმა ორი პოსტი გამოაქვეყნა, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად, ორივე წაშალა...

„ასე გაგრძელება აღარ შემიძლია. განადგურებული ვარ“.

„შენ სუიციდის პრევენციისთვის მუშაობ, მაგრამ მაშინ, როცა ცხოვრებაში ასეთი საშინელი პერიოდი მიდგას, სოციალურ ქსელებში ასე დამცინი. საკუთარი შვილებისთვის და ხალხისთვის, რომლებსაც ვუყვარვარ, მხარს მიჭერენ და ჩემი იმედი აქვთ, ვცდილობ ძლიერი ვიყო. დიდი მადლობა შეურაცხყოფისთვის ფარისეველო“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კონორ მაკგრეგორი ერთ-ერთ ბარში მომხდარი ინციდენტის გამო დააპატიმრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან ბარის საპირფარეშოსკენ მიმავალ დაოჯახებულ ქალბატონს სასქესო ორგანო უჩვენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები