აზარი: მოურინიომ დე ბრუინის გაყიდვით დიდი შეცდომა დაუშვა
Aa
Aa

აზარი: მოურინიომ დე ბრუინის გაყიდვით დიდი შეცდომა დაუშვა

როგორც მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე, "ჩელსიმ" კევინ დე ბრუინი გერმანულ "ვოლფსბურგს" მიჰყიდა, რომელიც დღეს ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მსოფლიოს დღითი-დღე უფრო აოცებს. მისით, ევროპის რამდენიმე გრანდი უკვე დაინტერესდა. მათ შორის კი მიუნხენის "ბაიერნიც" იმყოფება. ამ თემასთან დაკავშირებით ლონდონის "ჩელსის" შემტევმა ნახევარმცველმა, ედენ აზარმა საკმაოდ თამამი კომენტარი გააკეთა და გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შეცდომაში დაადანაშაულა. ფეხბურთელმა განაცხადა, რომ რომ კევინ დე ბრუინის გაშვება არასწორი ნაბიჯი იყო და ამ ტრანსფერით „ჩელსიმ“ საკმაოდ დიდი ძალა დაკარგა.

 „დღეს "ჩელსი" უფრო ძლიერი გუნდი იქნებოდა, კევინ დე ბრუინი რომ შეენარჩუნებინა. ის ძალიან ნიჭიერი და დიდებული მოთამაშეა. მოურინიომ კი იმის მაგივრად, რომ ის გამოეყენებინა, გუნდიდან გაუშვა. სამწუხაროდ, გადაწყვეტილებას მე არ ვიღებდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ კევინი "ჩელსიში" გაიხსნებოდა. მას, ამისათვის ყველაფერი გააჩნია. თუმცა, რათქმაუნდა, "ვოლფსბურგში" მასზე გაცილებით ნაკლები ზეწოლაა" - განაცხადა ედენ აზარმა.   

 

 შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, კევინ დე ბრუინმა 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე კი 9 გატანილი ბურთი და 16 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები