The Sun: ზამთარში "იუნაიტედიდან" დიდი ალბათობით მხითარიანიც წავა
ბრიტანული გამოცემის The Sun-ის ცნობით, სომეხი ნახევარმცველი, ჰენრიხ მხითარიანი, ჟოზე მოურინიოს გეგმებში აღარ ჯდება და დიდი ალბათობით, ზამთარში კლუბის დატოვება მოუწევს.
გარდა 27 წლის მხითარიანისა, რომელიც ბოლო დროს გუნდის განაცხადშიც იშვიათად ხვდება, მოგეხსენებათ, აქტიური საუბარი მიდის "მანკუნიანელთა" კაპიტნის, უეინ რუნის წასვლაზეც.
შეგახსენებთ, რომ მხითარიანი "იუნაიტედმა" ზაფხულში 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ, "დორტმუნდიდან" შეიძინა.
მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით