Aa
Aa

"პირლოსთვის ასეთი თანამდებობა ადრე იყო" - დელ პიერო იუვეს ახალ მწვრთნელზე

ტურინის „იუვენტუსის“ სიმბოლომ, ალესანდრო დელ პიერომ კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელ ანდრეა პირლოზე ისაუბრა.

„გამიკვირდა, რადგან მისთვის ასეთი თანამდებობის დაკავება საკმაოდ ადრე იყო. ასეთი პოსტის ჩაბარება ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი გამოწვევაა. თანაც, ველოდი, რომ „იუვე“ ცოტა სხვა მიმართულებით წავიდოდა. ანდრეას შესანიშნავად გამართული სისტემა და ბრწყინვალე შემადგენლობა დახვდა და თავადაც დიდებული ადამიანია.

ნამდვილად არ ვიცი, რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, გუნდმა როგორ უნდა ითამაშოს, მაგრამ მას კარგად ვიცნობ და მჯერა, რომ იგი თანამდებობისთვის კარგადაა მომზადებული და ამ პასუხისმგებლობის აღება საბოლოო ჯამში წარმატებას მოუტანს“.

ანდრეა პირლომ „ვეკია სინიორას“ თავკაცის პოსტზე მაურიციო სარი ჩაანაცვლა. გუნდი მისი ხელმძღვანელობით პირველი დიდი ტრანსფერის გაოფიციალურებას უახლოვდება. ლუის სუარესის „ალიანც სთედიუმზე“ გადასვლამდე ფორმალობების მოგვარება რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები