ტემპერატურა იმატებს: მესი ვარჯიშზე არ გამოცხადდება - ბარსა შეტევაზე გადადის
Aa
Aa

ტემპერატურა იმატებს: მესი ვარჯიშზე არ გამოცხადდება - ბარსა შეტევაზე გადადის

ლეო მესის ირგვლივ არსებული ვითარება მაღალ ტემპერატურას ინარჩუნებს და ნელ-ნელა კულმინაციას აღწევს. RAC1-ის ცნობით, არგენტინელმა კლუბს აცნობა, რომ 30 აგვისტოს ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად, PCR ტესტის გასავლელად კლუბის ბაზაზე არ გამოცხადდება.

ამ ქმედებით მესი კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ მას გუნდიდან წასვლა სურს.

არგენტინელის მრჩევლები თვლიან, რომ მას კლუბის დატოვება უფასოდ შეუძლია და ფეხბურთელს სწორედ ამის იმედს აძლევენ. თავად „ბარსელონა“ შეტევაზე გადავიდა და იურიდიულ კომპანია Cuatrecasas-თან ხელშეკრულება გაწყვიტა.

ხსენებული კომპანია „ბარსელონასთან“ და ასევე მესისთან თანამშრომლობდა და მათთვის ოფიციალური წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებდა. მათ ლეოს საჭირო რჩევები მისცეს, თუ როგორ შეეძლო მოეძებნა კლუბიდან წასვლის ოპტიმალური გზები. „ბლაუგრანამ“ კი ეს ყველაფერი უპასუხოდ არ დატოვა.

ბოლო ცნობებით, პრეზიდენტი ბართომეუ მესის მამას ხორხეს დაუკავშირდა და აცნობა, რომ კლუბი ფეხბურთელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ იგი დარჩენას და ახალი კონტრაქტის გაფორმებას დათანხმდება.

ამრიგად, „ბარსელონა“ „ლა პულგას“ გუნდიდან წასვლის არცერთ ვარიანტს არ განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები