ლორიას მოგერიებული პენალტი და ოქრიაშვილის გოლი 90-ე წუთზე!
Aa
Aa

ლორიას მოგერიებული პენალტი და ოქრიაშვილის გოლი 90-ე წუთზე!

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ კვიპროსის პირველი დივიზიონის მეორე ტურში სტუმრად „პაფოსს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 1-0 იმარჯვა.

„ანორთოსისის" წარმატებაში ქართველმა ფეხბურთელებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს. 53-ე წუთზე გიორგი ლორიამ პენალტი მოიგერია, ხოლო 90-ზე თორნიკე ოქრიაშვილმა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. ჩვენებურმა შემტევმა თერთმეტმეტრიანი შეაგდო და „ანორთოსისს“ 3 ქულა მოუტანა.

„პაფოსთან“ შეხვედრაში ქეცბაიამ 4 ქართველი ფეხბურთელი, ლორია, დაუშვილი, კაჭარავა და ოქრიაშვილი ათამაშა. კაჭარავამ მოედანი 58-ე წუთზე დატოვა. დანარჩენებმა კი შეუცვლელად იასპარეზეს. 

2 ტურის შემდეგ ქეცბაიას გუნდს 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იკავებს. „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრას 12 სექტემბერს გამართავს და „ომონიას“ შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები