Aa Aa
28 აგვისტო 2020  |  10:29

"იუვენტუსი მსოფლიოს დაიპყრობს" - კრიშტიანუს ამბიციური განცხადება

ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ მის განწყობაზე და კლუბის მომავალ გეგმებზე ისაუბრა. პორტუგალიელის თქმით ასეთი მოტივირებული არასდროს ყოფილა.

"ჩემი მოტივაცია და ამბიცია ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. ახალი სეზონისთვის სრულ მზადყოფნაში ვარ. მთელი გუნდი იტალიის, ევროპის და მსოფლიოს დასაპყრობად ემზადება."

"გპირდებით, რომ ახალ სეზონში ახალ რეკორდებს დავამყარებ და ვეცდებით დასახულ მიზნებს მივაღწიოთ. ტურინში გატარებული ყოველი ახალი დღე წინაზე უკეთესია. მე აქ ბედნიერი ვარ და არსად წასვლას არ ვგეგმავ."

"იყო ამ გუნდის წევრი, ატარო მისი ღირებულებები და იცხოვრო "იუვეს" ისტორიით ნამდვილად საამაყოა. გპირდებით, რომ ჩემი გუნდის წარმატებისთვის თავს არ დავზოგავ." - განაცხადა რონალდუმ

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "ბიანკონერის" რიგებში მესამე სეზონს იწყებს. სპორტულ მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს კრიშტიანუს კლუბის დატოვება და პსჟ-ში წასვლა სურს, მაგრამ როგორც რონალდუს ინტერვიუდან გამოჩნდა ეს ყველაფერი სიცრუე იყო.

შეგახსენებთ, რომ სეზონის მიწურულს "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაურიციო სარი დაითხოვა და მის ნაცვლად ანდრეა პირლო დანიშნა.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში